четверг, 31 декабря 2015 г.

"აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი შშმ ბავშვთა დღის ცენტრს"

ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,ჰუმანისტები’’ იწყებს საახალწლო საქველმოქმედო აქციას. ,, აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი შშმ ბავშვთა დღის ცენტრს.’’ 
ერთი სიტყვით, ქუთაისში არსებობს შშმ ბავშვთა დღის ცენტრი ,,ჯადოსნური სამყარო’’, სადაც 25 შშმ ბავშვი ცენტრის მომსახურებას იღებს. ცენტრის ცხოვრება სხვადასხვა საგანამათლებლო და არტ პროგრამებით არის დატვირთული, შშმ ბავშვებისთვის არსებობს ზღაპართოთახი, თუმცა, ადაპტური ზღაპრის წიგნების და ზოგადად ადაპტური წიგნების ნაკლებობა აქვთ. 
ამიტომაც გადავწყვიტეთ, იქნებ შევძლოთ და ერთობლივად შევქმანათ მათთვის ადაპტური წიგნების ბიბლიოთეკა. 
თითო სამოქალაქო კლუბმა ერთი ადაპტური წიგნის შეძენის რესურსი რომ მაინც მოვიპოვოთ, საბოლოო ჯამში ბევრი გამოვა. 
ასე რომ შემოგვიერთდით, სამოქალაქო კლუბის წევრებო, ჩვენ უნდა შევქმანთ ყველაზე ფერადი, ხელმისაწვდომი და ადაპტური ბიბლიოთეკა შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ,,ზღაპართოთახში’’. 

ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ გამოგვივა!


пятница, 25 декабря 2015 г.

"ტყის ბინადარნი" სპეკტაკლი შშმ ბავშვთა დღის ცენტრში

25 დეკემბერს შშმ ბავშვთა დღის ცენტრ "ჯადოსნური სამყაროს" ქ.ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები" ესტუმრა. კლუბის წევრებმა დღის ცენტრის ბენეფიციალებთან ერთად თოჯინების სპექტაკლი "ტყის ბინადარნი" წარმოადგინეს.



четверг, 10 декабря 2015 г.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში აქტიურად ჩაება ქ.ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბი "ჰუმანისტები".