понедельник, 28 ноября 2016 г.

აქცია "არა ძალადობას"

25 ნოემბერი, 2016 წელი - #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები"  შეურთდა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღის ფარგლებში ორგანიზებულ აქციას  ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ, ფემიციდის/ქალთა მკვლელობის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სოლიდარობის გამოცხადება. 
აქცია ორგანიზებული იქნა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაწერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).


понедельник, 21 ноября 2016 г.

20 ნოემბერი

20 ნოემბერი, 2016 წელი - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია/მსვლელობა გაიმართა,  რომლის მიზანს წარმოადგენდა მოწოდება, რომ ხელისუფლების მხრიდან მეტი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოში.
ღონისძიებაში ჩაერთო ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "ჰუმანისტები"-ს წევრებიც, რომელიც ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

четверг, 17 ноября 2016 г.

16 ნოემბერი - ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ჰუმანისტები" 16 ნოემბერი – ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში გამოიფინა მოსწავლეთა ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ნახატები. მოსწავლეებმა სკოლასა და თემში დაარიგეს საინფორმაციო ფლაერები ტოლერანტობის საკითხთან დაკავშირებით.