пятница, 9 декабря 2016 г.

"ქალები საქართველოდან"

  5-10 დეკემბერს აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით 7 დეკემბერს სამოქალაქო კლუბმა "ჰუმანისტები" ორგანიზება გაუკეთეს ფილმს "ქალები საქართველოდან" ჩვენებას. მოსწავლეები გაეცნენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, გაიმართა დისკურსია ნაჩვენები ფილმის ირგვლივ. ბავშვებმა განიხილეს თუ რომელი უფლებები ირღვეოდა და რა დოზით ნაჩვენებ ფილმში. ასევე განიხილეს ჩვენს ირგვლივ არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. ფილმს ესწრებოდა 25 მოსწავლე (9; 10; 11 კლასი)
Отображается файл "image.png"

понедельник, 28 ноября 2016 г.

აქცია "არა ძალადობას"

25 ნოემბერი, 2016 წელი - #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები"  შეურთდა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღის ფარგლებში ორგანიზებულ აქციას  ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ, ფემიციდის/ქალთა მკვლელობის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სოლიდარობის გამოცხადება. 
აქცია ორგანიზებული იქნა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაწერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).


понедельник, 21 ноября 2016 г.

20 ნოემბერი

20 ნოემბერი, 2016 წელი - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია/მსვლელობა გაიმართა,  რომლის მიზანს წარმოადგენდა მოწოდება, რომ ხელისუფლების მხრიდან მეტი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოში.
ღონისძიებაში ჩაერთო ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "ჰუმანისტები"-ს წევრებიც, რომელიც ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

четверг, 17 ноября 2016 г.

16 ნოემბერი - ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ჰუმანისტები" 16 ნოემბერი – ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში გამოიფინა მოსწავლეთა ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ნახატები. მოსწავლეებმა სკოლასა და თემში დაარიგეს საინფორმაციო ფლაერები ტოლერანტობის საკითხთან დაკავშირებით.


вторник, 25 октября 2016 г.

"ვითამაშოთ არჩევნები"

 ქ.ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ჰუმანისტები" 10-ბ კლასში სამოქალაქო განათლების პედაგოგ მირანდა ლაზარიაშვილთან ერთად ჩაატარა მოდელირებული გაკვეთილი "ვითამაშოთ არჩევნები", რომლის მიზანი იყო მოემზადებინა მოსწავლეები არჩევნების მოდელის გათამაშებისათვის. მოსწავლეებმა შეძლენ "საქართველოს უმუშევრობის პროგრამის" მომზადება. ისინი დაიყვნენ 3 ჯგუფად, მიენიჭათ ნომერი და აირჩიეს ლიდერი, რომლის "საქართველოს მთავრობაში" მოსახვედრად იბრძოლებს. ჯგუფის დანარჩენი წევრები მას ეხმარებიან, გამარჯვებული კანდიდატი კი მოდელირებულ "მთავრობაში" მოხვდა.
  არჩევნები სამართლიანად და მშვიდობიანად დასრულდა.





суббота, 8 октября 2016 г.

მოხუცთა დღე

 ქ.ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ჰუმანისტები" ხანდაზმულთა პანსიონათში 3 ოქტომბერთან დაკავშირებით (მოხუცთა დღე) ჩაატარა მინი-კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღო, როგორც კლუბის წევრებმა ასევე  სკოლის მოსწავლეებმაც. ასევე ხანდაზმულებს კლუბმა მიუტანა ნობათი ტკბილეულის სახით .
ამ პროექტში სულ ჩართული იყო  18 მოსწავლე.


воскресенье, 29 мая 2016 г.

ველორბოლა

2016 წლის 29 მაისს ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ჰუმანისტების" ინიციატივით დაიგეგმა აქცია - ველომარათონი დევიზით "ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია". აქცია განხორციელდა პროგრამა "მომავლის თობის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH INTERNACIOLALE, USAD-ის ფინანსური მხარდაჭერით და მას ქუთაისში ახორციელებს "ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი". აქციის ორგანიზაბისათვის მივმართეთ ქალაქ ქუთაისის მერიას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და აქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი. "ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა" უზრუნველყო ყოველგვარი რესურსი. მარათონში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ასევექ.ქუთაისის ოცდამეათე სკოლა-ისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ჩვენი სკოლის მასწავლებლები Valerian Volchanski,Teimuraz Rukhadzeქუთაისის მერია-იდან სკოლების მეგობარი ბატონი მერაბ დანელია და საქართველოს პარლამენტის წევრი, ბატონი ომარ ნიშნიანიძე. მარათონის ბოლოს ყველა მონაწილე დაჯილდოვდა დიპლომებით "ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისაგან".
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელს, ასევე მშობლებს! ჩვენ ერთი გუნდი ვართ! 






понедельник, 16 мая 2016 г.

საგზაო უსაფრთხოება

ქ.ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ჰუმანისტები"  მანდატურ დიმიტრი ძაგნიძესთან ერთად სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგი თემაზე "საგზაო უსაფრთხოება". ტრენიგს ესრებოდა 20 მოსწავლე.


среда, 13 апреля 2016 г.

ქ.ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები" ახორციელებს პროექტს "საგზაო უსაფრთხოება", ჩვენ უკვე  განვახორციელეთ პიველი აქტივობა. შევქმენით Facebook  გვერდი, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებელს მოვუწოდებთ, რომ დაიცვან საგზაო წესები.
  13 აპრილს მძღოლებსა და ქვეითებს დავურიგეთ საგანმანათლებლო ბარათები, სადაც ასახული იყო საგზაო პრობლემების გამომწვევი ძირითადი მიზეზები.




вторник, 12 апреля 2016 г.

დისკრიმინაცია და თანასწორობა

 12 აპრილს ქ.ქუთაისის #14 საჯარო სკოლის 9-ბ კლასში სამოქალაქო განათლებაში მ.ლაზარიაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე "დისკრიმინაცია და თანასწორობა - ყველა განსხვავებულია.ყველა თანასწორია", რომელსაც ესწრებოდა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის წევრი ლალი უშვერიძე.


среда, 9 марта 2016 г.

მიეცი ქალს ხმა

 ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები" შეუერთდა აქციას "მეტი ქალი პოლიტიკაში".



8 მარტი

  ქ.ქუთაისი #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ჰუმანისტები" ქალბატონებს მიულაცა 8 მარტი (ქალთა საერთაშორისო დღე) მისალოცი ბარათების სახით.

понедельник, 8 февраля 2016 г.

"აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი შშმ ბავშვთა დღის ცენტრს"

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ ფარგლებში ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ჰუმანისტები’’ წევრებმა ერთი ძალიან კარგი სოციალური კამპანია სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს. კამპანიას თავისი დევიზი ჰქონდა: –,, აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი ბავშვთა დღის ცენტრს’’. თუმცა, სლოგანის გარდა მისი ისტორიაც არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია.