სამოქალაქო კლუბი „ჰუმანისტები“ წესდება

                ნაწილი 1
კლუბის მოღვაწეობის მიზნები.
#1
ა.მოსწავლეების აქტიურად ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ბ.სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
გ.სასკოლო პროექტების დაგეგმის,განხორციელებისა და ჩატარების გამოცდილები შეძენა.
#2
კლუბი თავის მიზნებს ანხორციელებს სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ
#3
კლუბი თავის მიზნებს ანხორციელებს შემდეგი მეთოდებით:
საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება,შეხვედრები,მეცადინეობები,ტრეინინგები,სემინარები,წარმოდგენები,საღამოები.

                        ნაწილი 2
კლუბის წევრობა
#4
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე.
#5
კლუბის წევრის სტატუსს ანიჭებს კლუბის გამგეობა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
ნაწილი 3
წევრების უფლებები და მოვალეობები
#6
კლუბის თითოეული წევრის მოვალეობებში შედის:
ა.წესდების დაცვა
ბ.აქტიური მონაწილეობა კლუბის ინიციატივებში, დახმარება მათ განხორციელებაში, კლუბის ხელმძღვანელობასა და სხვა წევრებთან შეთანხმებული მოქმედება;
ნაწილი 4
კლუბის ხელმძღვანელობა
#7
კლუბის ხელმძღვანელობას შეადგენენ:
ა.საერთო კრება
ბ.კლუბის გამგეობა
#8
საერთო კრებაში შედის კლუბის ყველა წევრი
#9
საერთო კრება არის კლუბის უმაღლესი ხელმძთვანელი ორგანო და უფლებამოსილია, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კლუბის მოღვაწეობას შეეხება.
#10
კლუბის გამგეობა:
ა.ხელმძღანელობს კლუბის მიმდფინარე საქმიანობას
ბ.არის კლუბის წარმომადგენელი მის გარეთ
გ.თანისი წევრებიდან ირჩევს თავმჯდომარეს
დ.იღებს გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით.
ნაწილი 5
კლუბის მეურვე
#11
კლუბის მეურვე მხარს უჭერს და ეხმარება მას კლუბის საქმიანობაში. იგი შუამავლის როლს ასრულებს, ერთი მხრივ კლუბსა და მეორე მხრივ, სკოლის დირექციას შორის.
#12
კლუბის მეურვე ირჩევა კონსულტაციების საფუძველზე, რომლებსაც ურთიერთშორის აწარმოებენ კლუბი, დირექცია და პედკოლექტი.
#13 
კლუბის წევრებმა:
ა. უნდა მოუსმინონ ერთმანეთს;

ბ. არ უნდა აუწიონ ხმას;
გ. აზრი დაასაბუთონ არგუმენტებით;
დ. მიიღონ ერთმანეთის საინტერესო წინადადება;
ე. უნდა მოექცნენ ერთმანეთს თავაზიანად;

Комментариев нет:

Отправить комментарий