воскресенье, 9 декабря 2018 г.

ქ.ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივის ფარგლებში,ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,ჰუმანისტების“,ორმა წევრმა ლევან ასათიანმა და ელისაბედ კვანტიძემ წარადგინეს მოხსენება,თემაზე ,,ბულინგი,ბულინგის სახეები და მისი გადაჭრის გზები'' პრეზენტაციას ესწრებოდა 20 მოსწავლე,სხვადასხვა საფეხურებიდან (6,7,8,9,10,11)მათი თქმით,თემა საინტერესოდ იყო წარმოდგენილი და ისინი მსგავს აქტივობებს კვლავ ელოდებიან!წარმატებები ჩვენს სკოლას და ჩვენი სკოლის მოსწავლეებს!

вторник, 6 ноября 2018 г.

ვემზადებით ტოლერანტობის დღისთვის!

სამოქალაქო კლუბმა ,,ჰუმანისტებმა'',პირველივე შეხვედრიდან მზადება დაიწყო ტოლერანტობის დღისთვის!

კლუბის პირველი შეხვედრა

01 ნოემბერს განახლდა კლუბის მუშაობა,ახალი  წევრებითა და ახალი შემართებით.

пятница, 26 октября 2018 г.

ახალი ტალღა!

ქ. ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,, ჰუმანისტები'', იღებს ახალ მონაწილეებს. ყველა დაინტერესებულმა მოსწავლემ, შეავსო ბლანკი, რომელშიდაც მოცემული კითხვებზე გაცემული პასუხების მიხედვით, შეირჩევიან ახალი მოსწავლეები. კლუბი ემზადება ახალი პროექტების, ღონისძიებებისა და აქტივობებისთვის! ახალი წევრების ვინაობა ცნობილი გახდება 3 ნოემბერს. სამოქალაქო კლუბის ყველა აქტივობა სისტემატიურად დაიდება ამ ვებ-გვერდზე.
მოსწავლეების მიერ კლუბში გასაწევრიანებელი ბლანკი:



пятница, 8 июня 2018 г.

ხანგძლივი მეგობრობა

2018 წლის 7 ივნისს,ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ჰუმანისტების'' ინიციატივით,ჩატარდა ღონისძიება დღის ცენტრში შშმ ბავშვებისთვის.

воскресенье, 6 мая 2018 г.

არა ალკოჰოლს! არა ნარკოტიკს! არა თამბაქოს!

არა ალკოჰოლს!   არა ნარკოტიკს!    არა თამბაქოს!_სწორედ ეს დევიზები შევადგინეთ მცირე დისკუსიის შემდეგ,მოსწავლეებმა!
ჩვენ ვეწინააღმდეგებით ,,სიკვდილის ფორმულებს!''
ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების მომხრეები ვართ!

კლუბ ,,ჰუმანისტების" წევრებმა ბავშვებს მოკლედ გააცნეს საინფორმაციო პლაკატების შინაარსი და მცირე დისკუსიაც მოაწყვეს თემაზე:,,ღირს თუ არა სიცოცხლის გარისკვა"                           
                            გამოთქმული აზრებით დავრწმუნდით,რომ ჩვენი მისია შესრულებულია და ბავშვები ეწინააღმდეგებიან სიცოცხლისთვის საზიანოს ყველაფერს და მომხრენი არიან ჯანსაღი ცხოვრების!

пятница, 23 марта 2018 г.