воскресенье, 29 мая 2016 г.

ველორბოლა

2016 წლის 29 მაისს ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ჰუმანისტების" ინიციატივით დაიგეგმა აქცია - ველომარათონი დევიზით "ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია". აქცია განხორციელდა პროგრამა "მომავლის თობის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH INTERNACIOLALE, USAD-ის ფინანსური მხარდაჭერით და მას ქუთაისში ახორციელებს "ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი". აქციის ორგანიზაბისათვის მივმართეთ ქალაქ ქუთაისის მერიას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და აქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი. "ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა" უზრუნველყო ყოველგვარი რესურსი. მარათონში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ასევექ.ქუთაისის ოცდამეათე სკოლა-ისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ჩვენი სკოლის მასწავლებლები Valerian Volchanski,Teimuraz Rukhadzeქუთაისის მერია-იდან სკოლების მეგობარი ბატონი მერაბ დანელია და საქართველოს პარლამენტის წევრი, ბატონი ომარ ნიშნიანიძე. მარათონის ბოლოს ყველა მონაწილე დაჯილდოვდა დიპლომებით "ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისაგან".
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელს, ასევე მშობლებს! ჩვენ ერთი გუნდი ვართ! 






понедельник, 16 мая 2016 г.

საგზაო უსაფრთხოება

ქ.ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ჰუმანისტები"  მანდატურ დიმიტრი ძაგნიძესთან ერთად სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგი თემაზე "საგზაო უსაფრთხოება". ტრენიგს ესრებოდა 20 მოსწავლე.