среда, 21 января 2015 г.

"Stop C "


 მოგესალმებით

 ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ჰუმანისტები" აქტიურად აგრძელებს საქმიანობას, ამჯერად კი შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტროს აქციას "შეაჩერე C ჰეპატიტი".         
აქციის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლის საზოგადოებასა და თემში ჩაატარეს ვიდეო–გამოკითხვა თემაზე „რა ვიცით C ჰეპატიტის შესახებ“. გამოკითხვებით დადგინდა, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა ამ საკითხში ძალიან დაბალი იყო, ამიტომ სამოქალაქო კლუბმა ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს, რომელიც ჩატარდა სკოლის მოსწავლეებისთვის და მას 35-მდე მოსწავლე ესწრებოდა.
   
ტრენინგს უძღვებოდა სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი თინათინ გოჩელაშვილი. იგი ესაუბრა მოსწავლეებს C ჰეპატიტის გამომწვევ მიზეზებზე, ორგანიზმში მისი ინკუბაციის პერიოდზე და მისი თავიდან აცილების გზებზე. ავშვებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ამ დაავადების შესახებ.

აქციის ფარგლებში „ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ თანადგომით დაიბეჭდა კლუბის წევრების მიერ შექმნილი ფლაერები და დარიგდა სკოლასა და თემში.



                                                                                            წარმატებებს გისურვებთ!







1 комментарий: