20 ნოემბერი, 2016 წელი - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია/მსვლელობა გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოწოდება, რომ ხელისუფლების მხრიდან მეტი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოში.
ღონისძიებაში ჩაერთო ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "ჰუმანისტები"-ს წევრებიც, რომელიც ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).
Комментариев нет:
Отправить комментарий