пятница, 9 июня 2017 г.

შემაჯამებელი ღონისძიება 2017

2017 წლის 8 ივნისს, სასტუმრო „წყალტუბო სპა რესორტში“ გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქ.ქუთაისის №14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ჰუმანისტები", ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები, სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, იმერეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურს–ცენტრების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები...








მოეწყო პროგრამის ფარგლებში სამი წლის მანძილზე (2014–2017) განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი ფოტო– გამოფენა.
გამოფენის შემდეგ სამოქალაქო კლუბები წარმოადგინეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საკლუბო ინიციატივებისა და ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სკოლის ადმინისტრაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელებულ ადვოკატირების კამპანიების პრეზენტაციები, ასევე – მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტებისა და დამოუკიდებლად მოპოვებული დაფინანსებით განხორციელებული ინიციატივების პრეზენტაციები 2017 წლის 8 ივნისს, სასტუმრო „წყალტუბო სპა რესორტში“ გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები, სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, იმერეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურს–ცენტრების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.
მოეწყო პროგრამის ფარგლებში სამი წლის მანძილზე (2014–2017) განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი ფოტო– გამოფენა.
გამოფენის შემდეგ სამოქალაქო კლუბები წარმოადგინეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საკლუბო ინიციატივებისა და ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სკოლის ადმინისტრაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელებულ ადვოკატირების კამპანიების პრეზენტაციები, ასევე – მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტებისა და დამოუკიდებლად მოპოვებული დაფინანსებით განხორციელებული ინიციატივების პრეზენტაციები.







Комментариев нет:

Отправить комментарий